ბათუმის მერიის განცხადება

23 ივნისი 2022, 14:33 1124 ნახვა

ბათუმის მერიიდან საპასუხოდ წერილობით დააფიქსირეს პოზიცია, რომელშიც წერია, რომ „ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. 

პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით შემუშავებული არა ერთი ღონისძიების პარალელურად, ბათუმის მერიის მიერ მომზადდა კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. 

ავარიული სახლების ადგილზე ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლების მოქმედი კოდექსისგან განსხვავებული წესით მშენებლობის მიზნით.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, გენგეგმის მიღებამდე, შესაძლებელი გახდება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი