გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

17 ივნისი 2022, 20:04 1087 ნახვა

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები და ტროტუარები.

სამუშაოებს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს კონტრაქტორი კომპანია „ბონდი 2005" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 600 ათას ლარს აღემატება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი