ხულოს ბაგირგზა არ მუშაობს. მიზეზი საბაგირო კაბინის რეაბილიტაციაა.
როგორც მერიაში გვითხრეს, შემოწმების შედეგად კაბინას ხარვეზები დაუდასტურდა. სამუშაოებს სავარაუდოდ თვენახევარი დასჭირდება.
ბაგირგზით თაგოს მოსახლეობა სარგებლობს, რეაბილიტაციის დასრულებამდე ადგილობრივები შემოვლითი სამანქანო გზით ისარგებლებენ, რომელიც ხულოს ცენტრიდან 8 კმ-ს მოშორებითაა.