უკრაინის ომმა გამოიწვია ის, რომ ლტოლვილთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში 100 მილიონ ადამიანს გადააჭარბა - აცხადებენ გაეროში და აღნიშნავენ, რომ ომის შედეგად გამოწვეულმა შიმშილმა კი შეიძლება უფრო მეტი ადამიანი აიძულოს დატოვოს საკუთარი ქვეყანა.
„მცდელობები გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად, რომელიც გამწვავდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, გადამწყვეტია, რათა თავიდან ავიცილოთ მეტი ადამიანის გადაადგილება“, - თქვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა.
გაეროს მონაცემებით, ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 4,8 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.