ქართველმა სპორტსმენმა ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან კბილებით მატარებლის 47 ტონიანი 2 ვაგონი დაძრა და აქამდე დამყარებული მსოფლიო რეკორდი 7 ტონით გააუმჯობესა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმელ სთრონგმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერას დაჰპირდა აგვისტოს თვეში ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე.
ბაგრატ ჟღენტი სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას, მათ შორის გემისა და ბოინგის გაწევას გეგმავს.