ანტისაომარი აქციები

13 ივნისი 2022, 10:03 627 ნახვა

რუსეთის დამოუკიდებლობის დღეს რუსულმა დიასპორამ მთელ მსოფლიოში ომის საწინააღმდეგო მარშები, საპროტესტო აქციები მოაწყო. აქცია სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, ახალი ზელანდიიდან აშშ-მდე. ლონდონში 300-მდე მომიტინგემ საპროტესტო მსვლელობა  მოაწყო ველინგტონის თაღიდან რუსეთის საელჩოს შენობამდე.

აქციის მონაწილეები  ომის შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

რუსეთში აქციებზე სულ მცირე 47 ადამიანი დააკავეს. მოსკოვის მეტროში სახის ამოცნობის სისტემის გამოყენებით დააკავეს 35 ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი