ბულგარეთის ნაკრების დაშავებულ ფეხბურთელს მატჩის მე-8 წუთზე გაამხნევებენ

11 ივნისი 2022, 16:09 1160 ნახვა

თბილისში ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს ტოდორ ნედელევს ხვალ მატჩის მე-8 წუთზე ქართველი გულშემატკივარი გაამხნევებს - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

"ტოდორ ნედელევის სათამაშო ნომრის მიხედვით, ანუ მატჩის მე-8 წუთზე აპლოდისმენტებით ვამხნევებთ ბულგარელ ფეხბურთელს, რომელმაც ოპერაცია ახლახანს გაიკეთა და რომელსაც თავის ქალა აქვს გატეხილი. როგორც იცით, „დინამო არენაზე“ ანშლაგია, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს ჟესტი ღირსეული იქნება. მოვუწოდებ ყველა სხვა გვერდს, ჩვენი ინიციტივა მათ აუდიტორიამდე მიიტანოს, ასევე, ამ პოსტის გაზიარებით ინფორმაცია ჩვენც, ყველამ გაავრცელოთ“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები ავარიაში ღამით მოხვდა, როდესაც აეროპორტიდან სასტუმროში მიდიოდა. მათი ერთი ავტობუსი მეორეს დაეჯახა. ავარიისას მხოლოდ ტოდორ ნედელევი დაშავდა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.

29 წლის ნედელევი  ბულგარეთის ნაკრებში 8 ნომერიანი მაისურით თამაშობს და მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში 44 ჩატარებული შეხვედრაა.

ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები 12 ივნისს დინამო არენაზე 20:00 საათზე ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

3 ტურის შემდეგ ჯგუფს უდანაკარგოდ 9 ქულით ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ლიდერობს, ხოლო ბულგარელები 2 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი