12 ივნისს საქართველოსა და ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურის შეხვედრაში ჯგუფის ლიდერ საქართველოს ნაკრები თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე 2 დღის ადრე კი ყველა ბილეთი გაიყიდა. დინამო არენა 54 000 გულშემატკივარს იტევს.
ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ჩვენს ნაკრებს 3 დან 3 გამარჯვება აქვს და 9 ქულით პირველ ადგილზეა.
ბულგარელები კი 2 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ რომ 8 დღიან პერიოდში ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს შინ 4-0 მოუგო, შემდეგ გასვლაზე ჯერ ბულგარეთს 2-5, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას 0-3 მოუგო.
საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 12 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოცემს.