სასმელი წყლის პრობლემა ჭარნალში 

10 ივნისი 2022, 14:16 1121 ნახვა

სოფელ ჭარნალში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი არ მიეწოდება. რეზერვუარი, საიდანაც წყალი უნდა განაწილებულიყო 4 წელი უფუნქციოდაა. აქაც, როგორც ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში სამუშაოები კომპანია ''ალსოფმა'' ჩაატარა. ამჯერად დახარჯულია 215 000 ლარზე მეტი.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ამბობენ, რომ როგორც ახალშენში, აქაც თანხების დახარჯვის მიუხედავად წყალმომარაგების სიტემა გაუმართავია. ამიტომ კიდევ ერთ წერილი კომპანიის საქმიანობის შესასწავლად პროკურატურაში უკვე მზად აქვს ოპოზიციას. ისინი გამოძიებას და შესაძლო კორუფციული სქემის გაშიფრვას მოითხოვენ.

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე ამბობს, რომ ჭარნალში მოსახლეობის პრობლემები მისთვის ცნობილია და წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია გეგმაში აქვთ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი