რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იმპერატორი პეტრე I ქვეყნის ტერიტორიებს აბრუნებდა და მასაც წილად ერგო ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება.
ვლადიმერ პუტინს არ უთქვამს თუ რომელი ტერიტორიების დაბრუნება იგულისხმებოდა მის ნათქვამში.
გარდა ამისა განმარტა, რომ პეტრე I ჩრდილოეთის ომს 21 წლის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ აწარმოებდა რომ საკუთარი ტერიტორიები დაებრუნებინა.
პუტინის თქმით, თუ რუსეთში არ იქნება საზოგადოების კონსოლიდაცია ყველაფერი ჩამოიშლება.