10 მედალი საქართველოს ჩემპიონატიდან

08 ივნისი 2022, 19:48 1528 ნახვა

თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბადმინტონში, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა. მალხაზ მჟავიას შეგირდებმა საერთო ჯამში ექვსი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნიკა ჩხეიძემ, რომელმაც ოქროს მედლები როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში მოიპოვა. ერთეულთა და წყვილთა შორის ჩემპიონი გახდა ანა იაკობაძე, რომელიც შერეულ წყვილებში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. გიორგი მჟავიამ ერთეულებში მესამე ადგილი დაიკავა, შერეულ წყვილთა შორის ანა იაკობაძესთან ერთად მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ნიკა ჩხეიძესთან ერთად დუეტში ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. დიდებს შორის მესამე ადგილზე გავიდა მამუკა ზოიძე. აჭარის ნაკრები წრთვნას ისევ ბათუმში განაგრძობს და მოახლოებული საერთაშორისო ტურნირებისთვის ემზადება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი