საქართველომ გასვლაზე ბულგარეთის ნაკრები 2:5 დაამარცხა

06 ივნისი 2022, 00:48 1725 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგა 2022-23 წლების სეზონში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა ნაკრებმა გასვლაზე ბულგარეთის ნაკრები 2:5 დაამარცხა და მორიგი 3 ქულა მოიპოვეს. ანგარიში სწრაფად საქართველოს ნაკრებმა გახსნა.

მე-4 წუთზე  გოლი კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.


31-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევა გოლით დამთავრდა, ავტოგოლი ხრისტოვის ანგარიშზეა.


საქართველოს ნაკრებმა ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ტაიმი უფრო საინტერესო გამოდგა.


50-ე წუთზე ილიევმა ერთი ბურთი გაქვითა და ბულგარეთს შანსი გაუჩნდა, თუმცა 2 წუთში აბურჯანიას გადაცემის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და საქართველომ სხვაობა ისევ ორამდე გაზარდა.


58-ე წუთზე ხვიჩა კავარცხელია მასპინძლებმა საჯარიმოში წააქციეს და პენალტი ზუსტად დაზარალებულმა შეასრულა და ანგარიში 1-4 გახდა.


70-ე წუთზე კი ცვილილებაზე შემოსულმა ფეხბურთელების დუეტმა გაიტანა. მიქაუტაძემ ვაკო ყაზაიშვილს გაატანინა.


83-ე წუთზე კი სტეფანოვმა გაიტანა და 2-5 გახდა.


მეექვსე გოლის გატანა კვეკვესკირს შეეძლო, თუმცა პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია.  მეორე ადგილზე 4 ქულით ჩრდილოეთ მაკედინიაა.

სწორედ მომავალ მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე 9 ივნისს ჩრდ. მაკედონიას ესტუმრება.

 ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ერთ შეხვედრაში 5 გოლი 2017 წელს გაიტანა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი