თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს პირველობა.
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
12 წლამდე გოგონათა შეჯიბრში სასტარტო 5 გამარჯვების შემდეგ დამაჯერებლად ჩემპიონის ტიტული კესარია მგელაძემ მოიპოვა.
საერთო ჯამში კესარიამ 9 დან 7,5 ქულა მოიპოვა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე