ბათუმის სარაგბო კლუბი დიდი 10-ის ჩემპიონია.
ფინალურ შეხვედრას 17 წლის შემდეგ თბილისში ''დინამო არენამ'' უმასპინძლა და ბათუმელებმა ბოლნისის ''ყოჩები'' 23:14 დაამარცხეს. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.
შავიზღვისპირელთაგან ლელოები: კობა ბუჯიაშვილმა ურჯუკაშვილმა და შენგელიამ დადეს. ერთი გარდასახვა და 2 ჯარიმა კი მამუკა ნინიძის ანგარიშზეა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბათუმელთა კაპიტანი ბექა ურჯუკაშვილი გახდა.
ამრიგად ბათუმის სარაგბო კლუბმა საქართველოს ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა. ბათუმელები ტიტულს 1999, 2002, 2019 და 2022 წელს დაეუფლნენ.