ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მეექვსედ გახდა

05 ივნისი 2022, 20:15 1087 ნახვა

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე 6-გზის ევროპის ჩემპიონია.

პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა კონტინენტის ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით მოიპოვა.

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს +109 კგ. წონით კატეგორიაში ლაშამ  ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 245 კილოგრამითაც ოქროს მედალი მოიპოვა. მეორე მისვალზე ტრამვის გამო ლაშამ 7 წლის შემდეგ პირველად გააცუდა მისვლა.

მსაჯების და სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებით ტალახაძე მესამე მისვლაზე არ მივიდა.

ასევე საუკეთესო იყო ორჭიდში მოგროვილი 462 კილოგრამითაც და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

შეგახსნებთ რომ ახლა ლაშა ევროპის 6 გზის, მსოფლიოს 5 გზის და ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი