დღეს დიდი 10-ის ფინალში რეგულარული სეზონის გამარჯვებული სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რუსთავის ''ყოჩებს'' დაუპირისპირდება, რომელმაც საჩემპიონო თამაშში მონაწილეობის უფლება 15-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმი და ყოჩები ფინალის პირდაპირი საგზურისთვის უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ბათუმის რაგბი არენაზე, მატჩი ბათუმმა 16:7 მოიგო. შ
ეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.