საფეხბურთო კლუბმა "გონიომ" გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

05 ივნისი 2022, 12:08 1270 ნახვა

საქართველოს რეგიონულ საფეხბურთო ლიგაში "გონიომ" გასვლაზე "ზანასთან" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო.

შავიზღვისპირელებმა მეტოქე 1-3 დაამარცხეს და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ. 

"გონიოს" მხირდან დუბილი ბეთა ხუბუას ანგარიშზეა, ხოლო ერთი გოლი ზურაბ ბერიძემ გატანა.

8 ჩატარებული მატჩის შემდეგ საფეხბურთო კლუბ "გონიოს"  "კოლხეთი" 2-ის და "შუქურა" 2-ის მსგავსად 18 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება.

"გონიო" მე-9 ტურში  გავსლაზე  "მერცხალის" წინააღმდეგ ითამაშებს.
მატჩი  8 ივნისს არის ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში