უკრაინული პორტების განაღმვისას რუსეთი ზღვიდან თავდასხმას არ განახორციელებს - პუტინი

04 ივნისი 2022, 11:47 1168 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ოდესის პორტიდან ექსპორტის პირობების აღდგენაზე საუბრობს. მისი თქმით, უკრაინა მზადაა, ექსპორტის აღსადგენად შექმნას პირობები ოდესის პორტიდან, თუმცა როგორ უნდა აიცილონ თავიდან რუსეთის მხრიდან ამ სავაჭრო გზის გამოყენების ალბათობა ეს საკითხავია.

კულებას განცხადებით, ოფიციალური კიევი გაეროს-თან და პარტნიორებთან ერთად ვარიანტების ძიებას აგრძელებს.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამ საკითხთან მიმართებით პრობლემა არ არსებობს.

რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტს რუსეთი ხელს არ უშლის, ამასთან ექსპორტის რამდენიმე გზაზეც ისაუბრა.

დაამატა, რომ უკრაინული პორტების განაღმვისას რუსეთი ზღვიდან თავდასხმას არ განახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი