ომის 101 დღე

04 ივნისი 2022, 12:03 963 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 101 დღე გავიდა. რუსეთი ისევ აგრძელებს სარაკეტო იერიშს. რუსულმა ძალებმა გამთენიისას ოდესის ოლქი დაბომბეს, ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საქალაქო საბჭო ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. იერიშის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საოკუპაციო ძალებმა ოლქზე დარტყმა ფრთოსანი რაკეტით, სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავიდან განახორციელეს. ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით ოკუპანტებმა უიარაღო  წყვილი საკუთარ ეზოში ჩაცხრილეს.

გუშინ, გვიან ღამით სევეროდონეცკთან სროლის დროს „Reuters“-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, ავტომობილის მძღოლი კი დაიღუპა. ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და ბავშვი. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. მანვე აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში არიან დაშავებულები.

გაიდაის თქმით, ოკუპანტებს დიდი დანაკარგები აქვთ, თუმცა შტურმს აგრძელებენ. უკრაინის გენერალური შტაბმა მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ და ნაწილობრივ წარმატებასაც აღწევენ.

გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები შეეცადნენ შეეკავებინათ უკრაინელი სამხედროების წინსვლა სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი