ვეტერანების სახელობის ტურნირი კალათბურთში

03 ივნისი 2022, 14:02 845 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით დაიწყო ვეტერანი კალათბურთელებისა და მწვრთნელების, გარი არინინისა და ალეკო გოგოტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკალათბურთო ფესტივალი 2008-2009 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, რომელიც სამი დღე გაგრძელდება.

შეჯიბრებაში ბათუმის სპორტის სასახლის სამი გუნდი, ასევე ბათუმის ლომისი, ფოთისა და ოზურგეთის გუნდები მონაწილეობენ. ტურნირი წრიული სისტემით ტარდება.

გამარჯვებულს, რომელიც 5 ივნისს გამოვლინდება, საგანგებო თასი გადაეცემა, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელებული კალათბურთელები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი