„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა მისთვის გადაცემულ შეიარაღებას, რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს", – ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.
ნედ პრაისის თქმით, ამერიკა აკეთებს ყველაფერს, რათა განამტკიცოს უკრაინის პოზიციები როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან.
მისი თქმით, შეერთებული შტატების საბოლოო მიზანი ომის დასრულებაა, თუმცა თუ უკრაინა დღეს ბრძოლას შეწყვეტს, ის, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებს.