აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. როგორც მედია წერს, უახლესი სანქციებით ოფიციალურმა ვაშინგტონმა მიზანში კრემლთან დაკავშირებულ იახტების საბროკერო კომპანია და რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი ამოიღო.
სიაშია ასევე პუტინთან დაახლოებული სერგეი როლდუგინი მოხვდა, რომელიც მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ოფშორულ სიმდიდრეს ზედამხედველობს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ხუთ რუს ოლიგარქსა და ელიტის წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს მარია ზახაროვას და მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო სანქციების შავ სიაში 71 რუსული და ბელარუსული საწარმო შეიტანა, მათ შორის რამდენიმე საავიაციო და გემთმშენებელი ქარხანა, ასევე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სანქცირებული საწარმოების რიცხვში მოხვდა 70 რუსული კომპანია, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე ინსტიტუტი და ერთი ბელარუსული საწარმო. სანქციები ასევე დაწესდა ვორონეჟის სააქციო ავიამშენებელი კომპანიის წინაააღმდეგ. შავ სიას ირკუტსკის საავიაციო ქარხანა დაემატა.