სამხრეთ ამერიკელთა ბენეფისი „უემბლიზე“

02 ივნისი 2022, 08:48 724 ნახვა

ფეხბურთის ქომაგებმა „უემბლიზე“ ევროპის ჩემპიონისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულების დაპირისპირება იხილეს. იტალიისა და არგენტინის მატჩი არგენტინის ბენეფისად იქცა.

სამხრეთ ამერიკელებმა ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრების დაუვიწყარი საფეხბურთო დღესასწაული აჩუქეს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები კოპა ამერიკის გამარჯვებულთან ვერაფერს გახდა და არგენტინელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. გოლების ავტორები ლაუტარო მარტინესი, ანხელ დი მარია და პაულო დიბალა გახდნენ, ლიონელ მესიმ კი ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ფინალისიმას“ ფორმატი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების საფეხბურთო დუელს გულისხმობს და ორ კონტინენტს შორის საუკეთესო ნაკრებს გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ ფინალისიმა ისტორიაში მესამედ ჩატარდა. პირველად 1985 წელს საფრანგეთმა ურუგვაის 2:0 მოუგო, ხოლო 1993 წელს არგენტინამ დანიას პენალტების სერიაში 5:4 სძლია.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს, რომლისთვისაც ეს მეორმოცე, არგენტინის ნაკრებისთვის კი მეოცე ტიტული იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი