სამხედრო კომისარიატის შენობა აუქციონის წესით გასხვისდება

30 მაისი 2022, 14:00 1189 ნახვა

ქობულეთში, თავისუფლების 113 ნომერში მდებარე  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ  შენობა-ნაგებობას, სამხედრო კომისარიატის შენობას ქობულეთის მერია პირობიანი აუქციონის წესით ასხვისებს.

საინვესტიციო ღირებულება  არანაკლებ მილიონი ლარი იქნება და პირობის მიხედვით, თანამედროვე ტიპის შენობა - ნაგებობა უნდა აშენდეს, სადაც 20% მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას დაეთმობა.

ქობულეთის მერის მოადგილე  ამბობს, რომ ყოფილი კომისარიატის შენობაში განთავსებული ობიექტები: სოციალური მომსახურების სააგენტო და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურებია განთავსებული და ყოფილი არქივის და ყოფილი საჯარო რეესტრის მომსახურების სააგენტოს შენობებში გააგრძელებენ მუშაობას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში