"შუქურამ" გასვლაზე “სპაერთან" წააგო

28 მაისი 2022, 20:04 817 ნახვა

ქობულეთის "შუქურამ" ეროვნული ლიგა ორის მე-14 ტურში გასვლაზე "სპაერთან" 2-1 წააგო.

ანგარიში მე-7 წუთზე ქებურიამ გახსნა, 30 წუთში ლევან პაპავამ სხვაობა ორმადე გაზარდა და თბილისელებმა ტაიმი 2-0 მოიგეს. 

მეორე ნახევარში "შუქურამ" ერთი ბურთი გაქვითა. გოლი ირაკლი ლექვთაძის განგარიშზეა.

ლიგა ორიდან "ზუგდიდის" და "შევარდენის" გარიცხვის შემდეგ ქობულეთლები 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 23 ქულით ისევ პირველ ადგილზე იმყოფებიან.

მეორე პოზიციაზე 21 ქულით მარტვილის "მერანია", რომელმაც შინ "ვიტ ჯორჯიას" ფრედ 2-2 ეთამაშა.

შემდეგ მატჩს რევაზ გოცირიძის გაწვრთნილი გუნდი 21 ივნისს  გასვლაზე მარტვილის "მერანის" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი