ქართველი კარატისტები მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან

27 მაისი 2022, 10:09 498 ნახვა

საქართველოს კონტაქტური კარატეს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 3-5 ივნისს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართება.

ქვეყნის ნაკრები ტურნირზე ხუთი სპორტსმენით წარსდგება, ამათგან კი სამი აჭარის ნაკრების წარმომადგენლები არიან.

დავით მსხალაძე, მინდია მგელაძე და დათა ფუტკარაძე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებულები არიან ჭაბუკთა შორის, ახლა მათ ახალი გამოცდა ახალ სარბიელზე ელით.

გუნდი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან ცინცაძის ხელმძღვანელობით მზადების დასკვნით ეტაპზეა გადასული და გულშემატკივრებს ჰპირდებიან, რომ ესპანეთიდან მედლებით დაბრუნდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი