აჭარის ნაკრების შვიდი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

22 მაისი 2022, 10:05 698 ნახვა

ბულგარეთში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, რომელზეც აჭარის ნაკრები შვიდი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. გოჩა სურმანიძის შეგირდებმა შეჯიბრებაზე ყველა სინჯის მედლის მოპოვება შეძლეს.

ასაკობრივი და წონითი კატეგორიების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ გიგი ბაკურიძე, ლუკა შანთაძე, საბა სურმანიძე და პარაკარატისტი ჯონი თოფურია, რომელმაც დისციპლინა კატა-ში პირველობა არავის დაუთმო.

გიგი ქედელიძემ და გოგა გვიანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნიკა გოგუაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.

აჭარის ნაკრების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი