ბათუმი ფუტვოლეის მსოფლიო ტურს მეორედ უმასპინძლებს

22 მაისი 2022, 12:39 891 ნახვა

ბათუმი ფუტვოლეის მსოფლიო ტურს ზედიზედ მეორედ უმასპინძლებს. ტურნირი 17დან 20 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

მსოფლიო ტურის ფარგლებში ბათუმში 12 ქვეყნის 16 ვაჟთა და 7 გოგონათა ნაკრები ჩამოვა.

ამ სპორტის სახეობას საფუძველი 1965 წელს რიო დე ჟანეიროში კოპაკაბანას სანაპიროზე ჩაეყარა. ფუტვოლეი დაახლოებით ფეხბურთის და ფრენბურთის წესებით შექმნილი თამაშია.

მატჩი ფრენბურთის მოედანზე მიმდინარეობს,თუმცა მოწოდებული ბურთზე ხელის შეხება არ შეიძლება. მოთამაშეს კარგად სათამაშოდ მაღალი საფეხბურთო ტექნიკა სჭირდება. 

ეს სპორტის სახეობა პოპულარობას მსოფლიოში 2000-იანი წლებიდან იწყებს. დიდი ხანია უკვე ფუტვოლეის პრესტიჟული ტურნირები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმართება.
ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაციაში რონალდო, რონალდინიო, ედმუნდო სოუზა, რომარიო და სხვა ფეხბურთის ვარსკვლავები აქტიურად არიან ჩართულნი.

გასული წლის ივნისში ბათუმმა ფუტვოლეის მსოფლიო ტურს  პირველად უმასპინძლა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი