ერთი მოგება ფინალამდე. საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია, თსუ-სთან სერიაში 3:0 გამარჯვების შემდეგ თბილისის „ოლიმპი“ ფინალში გავიდა, მისი მეტოქე კი დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაირკვევა, სადაც ქუთაისი ბათუმს უმასპინძლებს.
ეს ამ ორი გუნდის ზედიზედ მეხუთე შეხვედრა იქნება. ცნობისთვის სერიაში ქუთაისლები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა ორივე საშინაო მატჩი მოიგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.
მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მეორე ფინალისტის ვინაობაც გახდება ცნობილი.