"მაიმუნის ყვავილი" მსოფლიოს 12 ქვეყანაში დადასტურდა

21 მაისი 2022, 10:05 1976 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ვირუსულ ინფექცია „მაიმუნის ყვავილზე“ იმსჯელეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროპაში დაავადების 100-ზე მეტი დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული.დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ შეშფოთება გამოიწვია.

ამასთან, მეცნიერები არ ელოდებიან, რომ დაავადება გადაიქცევა პანდემიად, ამ დროისთვის „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში