„ჩაქვის“ გეგმა რაგბის „ოქროს ლიგის“ ჩემპიონობაა

20 მაისი 2022, 20:02 1258 ნახვა

სარაგბო კლუბი „ჩაქვი“ საქართველოს ჩემპიონატის „ბ“ ლიგის გამარჯვებულია. ვერცხლის ლიგის ფინალურ შეხვედრაში ჩაქველმა მორაგბეებმა ქუთაისის „აია“ 30:18 დაამარცხეს, რითაც ოქროს ლიგაში ადგილი გაინაღდეს და როგორც გუნდის მესვეურები და მორაგბეები აცხადებენ, მომავალ სეზონში ოქროს ლიგის ოქროს მედლების მოპოვებასაც აპირებენ.

დღეს სოფელ გორგაძეებში მდებარე მოედანზე, სადაც „ჩაქვი“ ვარჯიშობს, ახალგაზრდა მორაგბეებს საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომელთა შორის იყო ყოფილი ბორჯღალოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა.

ვეტერანმა მორაგბემ გუნდს წარმატება მიულოცა და დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში მათ თანამედროვე სტილის რაგბის მოედანი და სავარჯიშოდ გაცილებით უკეთესი პირობები ექნებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი