კანადა ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. რუსეთის პრეზიდენტის გარდა კანადა კიდევ რუსეთის 1000-მდე მოქალაქეს უწესებს შეზღუდვებს. ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიცინო „ტვიტერზე“ წერს.
„პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას და რუსეთს პასუხს ვაგებინებთ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის“ - წერს მინისტრი.