ბათუმის ქალთა გუნდმა "ზარზმა" 17-1 დაამარცხა

15 მაისი 2022, 22:05 1235 ნახვა

დღეს საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა ორის გათამაშება დაიწყო.

პირველ ტურში "ბათუმი" გასვლაზე "ზარზმას" ესტუმრა და მეტოქე დიდი ანგარიშით 1-17 დაამარცხა.

შეხვედრაში 5 გოლი ლიზი დიასამიძემ გაიტანა, 3-ჯერ თავი ნინო ივანიძემ გამოიჩინა, დუბლები კი ელენე ბოლქვაძის, ქეთი ჭურკვეიძის და ანა ხავთასის ანგარიშზეა.

მატჩში თითო გოლი  ნათია თავართქილაძემ, ანი ტაკიძემ და სალომე სელიმბამ გაიტანეს.

პირველი ტურის შემდეგ ლიგა ორს სათავეში სწორედ ბათუმის ქალთა გუნდი უდგას.

მეორე ტურში "ბათუმი" საკუთარ მოედანზე "ბახტრიონს" უმასპინძლებს.

წლევანდელ ქალთა ლიგა ორის გათამაშებაში კი 11 გუნდი იღებს მონაწილეობას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში