ზელენსკიმ არაეფექტური მუშაობისთვის კიდევ ერთი ელჩი გაათავისუფლა

15 მაისი 2022, 10:43 773 ნახვა

არაეფექტური მუშაობის მოტივით ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი კირდოდა ნიგერიასა და კამერუნში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მოვალეობების არაეფექტური შესრულების გამო. მისი თქმით, ომის დროს ელჩები უნდა იყვნენ ორმაგად ეფექტური და პროდუქტიული, თავდაუზოგავად უნდა შრომობდნენ უკრაინის საკეთილდღეოდ.

„თუ ვერ უმკლავდებით, თუ არ ხართ ფრონტის ხაზზე - სირბილით სახლში, მით უმეტეს, თუ „მუნდირის ღირსებას“ შეურაცხყოფთ - წერს ანდრეი სიბიგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი