რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა - ბრიტანეთის დაზვერვა

15 მაისი 2022, 10:02 362 ნახვა

„რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა განრიგს. მცირემასშტაბიანი თავდაპირველი მიღწევების მიუხედავად, რუსეთმა გასული თვის განმავლობაში ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ტერიტორიული წარმატება“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება.

სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთმა სავარაუდოდ სახმელეთო საბრძოლო ძალების მესამედის დანაკარგი განიცადა. აღნიშნულია, რომ რუსეთის ოპერაციების შეფერხება გაგრძელდება.

მათივე განცხადებით, ამჟამინდელ პირობებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დრამატულად დააჩქარებს წინსვლის ტემპს მომდევნო 30 დღის განმავლობაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში