„რუსეთს მიუფურთხებია უკრაინის ახალი საზღვრების არაღიარებისთვის“ - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი თავის ტელეგრამ-არხზე „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამდღიანი შეხვედრის შედეგებს, რომლებსაც რუსმა პოლიტიკოსმა პუნქტობრივად დაურთო თავისი კომენტარები.
დმიტრი მედვედევი წერს, რომ შედეგები ნიშნავს, რომ დიდი შვიდეული გააგრძელებს რუსეთთან ფარულ ომს, ნაცვლად იმისა, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს საწვავთან და საკვებთან დაკავშირებით თავიანთი უკმაყოფილო მცხოვრებლებისთვის. რაც მისი თქმით, ნიშნავს, რომ გაგრძელდება მოქალაქეების ძარცვა კორუმპირებული რეჟიმის მხარდასაჭერად უკრაინაში, რომლის არსებობაც უცნობია ამ ქვეყნების ბევრი მცხოვრებისთვის.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს ქვეყნები გააგრძელებენ ჩინეთის საქმეებში ჩარევას.