ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს - ეს ფინეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს, სატელეფონო საუბრის დროს უთხრა.
„პრეზიდენტმა ნიინისტომ პრეზიდენტ პუტინს განუცხადა, თუ როგორ ძირეულად შეცვალა ფინეთის უსაფრთხოების გარემო რუსეთის მოთხოვნამ, რომ ქვეყნები ნატო-ში არ გაწევრიანდნენ და ასევე 2022 წლის თებერვალში მისმა უკრაინაში შეჭრამ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.