ქართული წარმოების შეიარაღება

13 მაისი 2022, 18:21 2213 ნახვა

ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ქართულ-პოლონური საწარმო გაიხსნება, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.  კომპანია შპს „დელტა ვებეს“  50 %-ის მფლობელი არის შპს „დელტა ინთერნეიშენალი“, ხოლო დარჩენილი 50 %-ის - პოლონური WB Group.კომპანიის დაფუძნების მიზანი  საქართველოს ტერიტორიაზე  უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებაა. საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია მათი საგარანტიო მომსახურება, შეკეთება და მოდერნიზაცია. ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ხელშეკრულება მათ გადამზადებასაც ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს „დელტა ვებე“ წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს. უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება თავდაცვის ძალებისთვის ეტაპობრივად განხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში