ქობულეთში, რუსთაველის #162 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსებთან სკვერში საბავშო ატრაქციონი დაზიანდა და შედეგად ატრაქციონზე მყოფი ერთი ბავშვი დაშავდა. მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც დასჭირდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საქანელამ სავარაუდოდ ბავშვების სიმძიმეს ვერ გაუძლო.
მოსახლეობის თქმით, საქანელები უხარისხოდაა გაკეთებული და ქობულეთის მერიას სთხოვენ დაზიანებული ატრაქციონი, რომელიც დაახლოებით სამი თვის წინ დადგეს, აიღონ.
ჩვენ დავუკავშირდით ქობულეთის მერიას, სადაც საკიTხის დაზუსტებას და კომენტარის გაკეთებას დაგვპირდნენ.