დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს.
ამის შესახებ ლიზ ტრასმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
„პუტინი საკუთარ თავს ამცირებს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისი დამარცხება უკრაინაში, რაც მას ყველა სარგებელს ართმევს და საბოლოო ჯამში, შეაკავებს რუსეთის შემდგომ აგრესიას“, – განაცხადა ლიზ ტრასმა