"საბურთალოს" გადაწყვეტილებით ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება

11 მაისი 2022, 13:28 1093 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში თბილისის "საბურთალო" რუსთავში ბათუმის "დინამოს" მასპინძელობს. მატჩი კი

გულშემატკივარის გარეშე ჩატარდება.
მიზეზი როგორც "საბურთალოს" წარმომადგენელებმა განმარტეს ბოლო დროს ეროვნული ლიგის მატჩებზე მაყურებელთა მოედანზე შესვლის ფაქტების დაფიქსირებაა და სწორედ უსაფრთხოების გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

შეხვედრაზე მხოლოდ შეზღუდული, მცირე რაოდენობით "საბურთალოს" და ბათუმის "დინამოს" ქომაგები დაესწრევიან, რომლებსაც სპეციალურად დამზადებული მოსაწვევები ექნებათ.

თამაშზე ასევე მხოლოდ აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტები დაიშვებიან.
ადგილობრივ რუსთაველ ფეხბურთის მოყვარულებს და იმ პირებს ვისაც სპეციალური მოსაწვევი არ ექნება     მატჩზე დასწრებას ვერ შეძლებენ.

12 ტურის შემდეგ ბათუმელები 27 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, დედაქალაქელები კი 21 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ.

ეს დაპირისპირება 12 მაისს 17:00 საათზე რუსთავში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი