უკრაინაში ომის 75-ე დღეს, რუსეთი „სამამულო ომის“ 77-ე წელს ზეიმობს. პუტინმა „სამშობლოს დაცვის“ და პატრიოტიზმის მოკლე ექსკურსი გააკეთა მოსკოვის წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას. რუსეთის პრეზიდენტმა ისევ ილაპარაკა, თუ როგორ შესთავაზეს დასავლეთს შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და როგორ მოუწოდებდნენ მისი ტქმით, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ.