აჭარის ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება ბერლინის ღია პირველობაზე

09 მაისი 2022, 13:53 531 ნახვა

ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო, ასეთია აჭარის ტაეკვონდოს ნაკრების მონაგარი გერმანიაში გამართულ ბერლინის ღია პირველობაზე.

ზურა კინწურაშვილმა, რომელსაც ჭაბუკებში და ახალაგაზრდებში ეს ტურნირი უკვე მოგებული ჰქონდა, უფროს ასაკში იასპარეზა და 74  კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა.

ბრინჯაოს მედალი ნიკა ღოღობერიძემ მოიპოვა, ლუკა ცენტერაძეს, კი საპრიზო ადგილზე გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა. შეჯიბრებაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხუთასამდე სპორტსმენი ასპარეზობდა, აჭარის ნაკრები კი  ტურნირზე სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი