ხელვაჩაურში ეკომიგრანტ ოჯახებზე სტატუსის მინიჭების პროცესი სრულდება

08 მაისი 2022, 11:08 1117 ნახვა

ხელვაჩაურში 100-ზე მეტ ოჯახს ეკომიგრანტთა სტატუსი მიენიჭება. ეკომიგრანთა შემსწავლელ კომისიას ოჯახებზე სტატუსის მისანიჭებლად ერთი სხდომა დარჩა ჩასატარებელი, რის შემდეგაც გადაწყდება თუ რამდენ ოჯახს ესაჭიროება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა. 

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დაგეგმილია 83 და 90 ბინიანი  2 საცხოვრებელი კორპუსის  მშენებლობა.

ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებით დასაკმაყოფილებლად რეგისტრაცია გასული წლის მარტში დაიწყო, განცხადებასთან ერთად,  მოქალაქეებმა საცხოვრებელი სახლის ვიზუალურ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნები წარადგინეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი