სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება

07 მაისი 2022, 12:00 788 ნახვა

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები მოქალაქეებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო პოტენციური რეკრუტების ანაზღაურების საკითხს, რაც იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით.

გასაუბრებისას ასევე  მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედროების მხარდაჭერას სოციალური კუთხით, ქვედანაყოფებში მათთვის გაუმჯობესებულ პირობებს, ინფრასტრუქტურის, კვების, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა  საკითხებს.

რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში  იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში