რუსეთის სარაკეტო კრეისერ „მოსკვა“-ზე სარაკეტო დარტყმაში უკრაინის არმიას აშშ-ის დაზვერვის მონაცემები დაეხმარა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინამ ითხოვა შავ ზღვაში მყოფი გემის იდენტიფიცირება, მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა კრეისერი „მოსკვა“ ამოიცნეს და მისი ზუსტი ადგილსამყოფელი განსაზღვრეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრეისერს რაკეტები ესროლეს.
ამერიკელი ჩინოვნიკების თანახმად, შეერთებული შტატები არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროები "მოსკვა"-ზე სარაკეტო იერიშს მიიტანდნენ.