მსოფლიო უკრაინაში უაზრო და დაუნდობელი ომის დასასრულებლად უნდა გაერთიანდეს - ანტონიუ გუტერეში 

06 მაისი 2022, 10:41 796 ნახვა

მსოფლიო უკრაინაში უაზრო და დაუნდობელი ომის დასასრულებლად უნდა გაერთიანდეს, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ომს "გლობალური ზიანის მიყენების უსაზღვრო პოტენციალი" აქვს.  ასევე ანტონიო გუტიერეშმა დაადასტურა რომ გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მარიუპოლიდან და "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მესამე ეტაპი დაიწყეს.

"ამ ეტაპზე საერთო ჯამში 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა შეუბრალებელი თავდასხმებისგან, ასევე წყლის და საკვების დეფიციტისა და ანტისანიტარიისგან.  ვიმედოვნებ, რომ მოსკოვსა და კიევთან კოორდინაციით მივაღწევთ ხშირ ჰუმანიტარულ პაუზებს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად კორიდორების მოსაწყობად," - განაცხადა გუტიერეშმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში