ქობულეთის ''შუქურა'' ისევ ეროვნული ლიგა ორის ლიდერია

05 მაისი 2022, 22:59 1040 ნახვა

ქობულეთის ‘’შუქურა’’ საქართველოს ეროვნული ლიგა ორის ცხრილში ისევ ლიდერია.

მე-10 ტურის შეხვედრაში ‘’შუქურამ’’ საკუთარ მოედანზე ‘’შევარდენი 1906’’ მიიღო და 2-1 დაამარცხა.

ანგარიში 43-ე წუთზე  სტუმრებმა გახსნეს. თავი  ანდრი მოსტოვიმ გამოიჩინა და ‘’შევარდენმა" ტაიმი მოიგო.

64-ე წუთზე რომან ჩაჩუას გადაცემის გადაცემის შემდეგ ირაკლი ლექვთაძემ გაათანაბრა. 7 წუთში კი სარდალიშვილი მუსელიანის გათამაშების შემდეგ ქობულეთლებმა ისევ გაიტანეს და  მატჩი 2-1 მათ სასარგებლოდ დასრულდა.

თავისი შეხვედრის მოგება ვერ შეძლოს ‘’შუქურას’’ მთავარმა კონკურენტმა მარტვილის ‘’მერანმა’’ . მარტვილელებმა გასვლაზე ‘’რუსთავს’’ ფრედ 2-2 ეთამაშეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაკარგეს.

10 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ რევაზ გოცირიძის გაწვრთნილ ‘’შუქურას’’ 23 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. 22 ქულით კი გათამაშების ცხრილში ‘’მერანი’’ მეორე  პოზიციას იკავებს.

10 მაისს ქობულეთის ‘’შუქურა’’ მე-11 ტურში გასვლაზე ‘’ვიტ ჯორჯიას’’ ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი