რომის პაპს პუტინთან შეხვედრა სურს

03 მაისი 2022, 14:26 933 ნახვა

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მზად არის მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის, მაგრამ კიევში ჩასვლის აზრს მაინც ვერ ხედავს. ამის შესახებ გამოცემა კორიერა დე ლა სერა წერს. 

„ომის პირველ დღეს დავურეკე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. არ დამირეკავს პუტინისთვის.

მინდოდა ჩემი სოლიდარობა გამომეხატა უკრაინის მიმართ და სწორედ ამიტომ მივედი საელჩოში. ვთხოვე, მათ რომ შეეჩერებინათ ის, რაც ხდება. შემდეგ კი ვთხოვე ჩემს კარდინალს პუტინისთვის ჩემი მესიჯი გადაეცა, რომ მზად ვარ მას შევხვდე მოსკოვში“, - განაცხადა პაპმა ინტერვიუში.  

რომის პაპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს ჯერ არ გეგმავს, რადგან პირველ რიგში პუტინის ნახვა სურს, რომ მისი სისასტიკის მოტივები გაიგოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი