„ქართული მედიაგარემო: არსებული გამოწვევები და ახალი გზების ძიება“ - კონფერენცია

03 მაისი 2022, 14:04 753 ნახვა

“ქართული მედიაგარემო:  არსებული გამოწვევები და ახალი გზების ძიება”-კონფერენცია ამ თემაზე პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს გაიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჟურნალისტთა უსაფრთხოება, პოლარიზაცია, ეთიკის საკითხები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

კონფერენციის მონაწილეები ამბობენ, რომ გასული წელი მედიის წარმომადგენლებისთვის რთული იყო. მათი განცხადებით, საზოგადოების მხრიდან აუცილებელია მეტი მგრძნობელობა მსგავსი საკითხებისადმი.

კონფერენცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში